საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის შედეგად 10 პაციენტია გარდაცვლილი.
ცნობილია, რომ პაციენტი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.
პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.