მთავარი ციტატა

“მოვუწოდებ “ოცნებას” ჩვენი ქვეყნის ისტერესებზე მაღლა ოპონენტისადმი ბოღმას ნუ დააყენებს”

“უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ ისტერიკა ამ დანიშვნასთან დაკავშირებით.ზოგადად, არც ერთი აქაური პარტიის საქმე არ არის, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო უკრაინა. ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ჩვენი ქვეყნის ისტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას და გაითვალისწინოს, რომ უკრაინა და საქართველო არიან პარტნიორი ქვეყნები, არიან მეგობარი ქვეყნები და საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში არის ერთ პაკეტში.”

ორატ კახიძე – „ევროპული საქართველოს“ წევრი

აღნიშნულით კახიძე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოხმაურა.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განკარგულებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

იტვირთბა....