15 აპრილის შემდეგ ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. ამასთან, 16 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდით გამოწვეული ლეტალური შემთხვევა 15 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 82 886 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 4 633, ვირუსისგან 77 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა