ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მადაგასკარის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ასებობს ნაყენი, რომელიც COVID-19-ს ათ დღეში კლავს..” – ჯანმო

მადაგასკარის პრეზიდენტის ანდრი რაძოელინას კორონავირუსის სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კლინიკურად დატესტონ მცენარეული სასმელი.

მადაგასკარის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნაყენის დარიგებას დასავლეთ აფრიკასა და მის მიღმა შეძლებს. ის ირწმუნება, რომ მცენარეული სასმელი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს ათ დღეში კურნავს.

თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებას იძლევა, რომ ამ ეტაპზე, მისი ეფექტი შემოწმებული არ არის და აღნიშნულ მცენარეულ ნაყენთან დაკავშირებით არც მეცნიერული კველვაა გამოქვეყნებული. ორგანიზაცია მადაგასკარს მოუწოდებს, ჩაატაროს კლინიკური გამოცდა.

იტვირთბა....