ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუდაურში, მკვლელობისთვის დაკავებული პირის ცემის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარუდგინეს

დაბა გუდაურში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მ.კ-ს ბრალდება დაზუსტდა. უწყების განცხადებით, მ.კ.-ს ბრალდება ძალადობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითაც წარედგინა – ინფორმაციას ამის შესახებ, პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარედგინა.

“განაწყენებული მ.კ. ავტომანქანაში შენახული ცეცხლსასროლი პისტოლეტით შეიარაღდა და დაახლოებით 06:00 საათზე, გუდაურის ახალ დასახლებაში მდებარე რედკო-ს კუთვნილ ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, GLOCK 17-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღით მ.უ.-ს მეგობრების თ.გ-ს და დ.ს-ს მისამართით განახორციელა გასროლები. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ.გ. გარდაიცვალა”, — წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება აცხადებს, რომ მ.კ -ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილი იქნა დადგენილება მ.კ.-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე. მ.კ.-ს ჯგუფურად ცემის ფაქტზე 6 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუდაურში 16 თებერვალს, მოხდა.

იტვირთბა....