“ახლა არ არის ზეიმის დრო! ახლა მზადების დროა! მოდის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – „გამარჯვების დღე“ – 9 მაისი. მსურს შევაქო ის მთავრობები, რომლებმაც მიიღეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება – გადაედოთ ან შეეცვალათ გამარჯვების დღის აღნიშვნა, აღლუმები. მათ ნამდვილად დააყენეს ჯანმრთელობა ყველაფერზე მაღლა. ამ უწყებაში დიდი პატივისცემით ვუდგებით ამ ისტორიულ თარიღს, მაგრამ ახლა ნამდვილად არის დრო ალტერნატიული გადაწყვეტილებებისთვის, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ადამიანების სიცოცხლეს.”
ჰანს კლუგე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალჩინოსანი
აღნიშნული განცხადება კლუგემ ბრიფინგზე გააკეთა და ქვეყნებს მოუწოდა ეძებონ ალტერნატიული გზები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.