მთავარი ციტატა

“ნაცების ის გვერდები დაიბლოკა, კანალიზაციას რომ ღვრიდნენ”- ჩერგოლეიშვილი

“როგორც ქოცების დაბლოკვით გავერთე, ისე ვერთობი ამ ცილისმწამებლების დაბლოკვითაც. ნაცების ის გვერდები დაიბლოკა, კანალიზაციას რომ ღვრიდნენ ენმ-ის გაყოფამდეც (ჩემზე) და ენმ-ის გაყოფის შემდეგ – მთელ ევროპულ საქართველოზე. იგონებდნენ ათას სიბინძურეს, როგორ გავიყიდეთ, როგორ ვუღალატეთ ღმერთს – იგივე მიშას, როგორ გავრიგდით ეშმაკთან (ბიძინასთან). როგორ მივეყიდე გაზპრომს. მე ისედაც ყველა მათგანი დაბლოკილი მყავდა. მახსოვს 2017 წელს, პარტიის გაყოფის დილას რომ გავიღვიძე და მიშას მოზელილი და მათი შეზავებული ფეკალიების ნიაღვარი დამხვდა კედელზე.”

თამარ ჩერგოლეიშვილი –  „ტაბულას“ დირექტორი 

აღნიშნულით თამარ ჩერგოლეიშვილი  “ფეისბუქგვერდების” გაუქმებას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.

იტვირთბა....