ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი ზომები იყო დაწესებული, ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომები იყო დაწესებული, ხვალიდან შეზღუდვები შემსუბუქდება

ამის შესახებ აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირაა, აჭარში დაინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდება.

“ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ჩვენ ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებებისა, დაწესებული იქნება, რომ მაქსიმალურად დაიცვან მათ ჯანდაცვის რეკომენდაციები და უსაფრთოხების ზომები. ამ კუთხით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია ამ სტანდარტების გათვალისწინება როგორც შიდაკონკურენციის ნაწილში, იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში, რათა მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტები,” – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაშიმუხაესტატეშილეღვასა და წყავრუკაში სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 მარტს დაწესდა.

იტვირთბა....