მთავარი ციტატა

“შესაბამისად, ადამიანები თანხმდებიან, რომ სამსახურში არაფორმალურად იყვნენ გაფორმებული, რომ მიიღონ უფრო მეტი ხელფასი”

“თუ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას ახორციელებენ, იმის უნარი მაინც უნდა გქონდეთ, რომ ყველა ჯგუფის სწორად იდენტიფიცირება მოახდინონ. თუ დახმარება ვრცელდება თვითდასაქმებულ ადამიანებზე, ანდა არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებზე, ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობა კომპანიებშიც კი არსებობს. მოიკითხეთ, მაგალითად ტურიზმის სფეროში, რამდენ ადამიანს აქვს ხელშეკრულება. მათი არჩევანი კი არაა, რომ ხელშეკრულება არ ჰქონდეთ. ესაა იმ დაბალი ანაზღაურების ბრალი, რაც მათ გააჩნიათ. შესაბამისად, ეს ადამიანები თანხმდებიან, რომ სამსახურებში არაფორმალურად იყვნენ გაფორმებულები, რომ მიიღონ უფრო მეტი ხელფასი. ამ ადამიანების იდენტიფიცირებას ვერ მოახერხებენ და მცედელობა თუ იქნება, ძალიან კარგი.”.

ბექა ნაცვლიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა “მეტრონომთან” თვითდასაქმებულების დახმარებაზე საუბრისას განაცხადა. 

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.სოციალური დახმარებისთვის კი ჯამში 3.5 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

იტვირთბა....