ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შოკში ვარ, არ ველოდებოდი ამას თუ იტყოდა” – ჩუგოშვილის რეაქცია მდინარაძის კომენტარზე

ტელეკომპანია TV პირველი ეთერში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კოკა ყანდიაშვილს 2014 წლიდან პარტიის ოფისთან ოფიციალური შეხება არ ჰქონია.

საპასუხოდ, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ის რ ელოდებოდა მდინარაძისგან ასეთ კომენტარს.

“ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ იტყოდნენ, რომ ამ ადამიანს (საუბარია კოკა ყანდიაშვილზე) 2014 წლიდან შეხება არ ჰქონია, მაშინ როცა მას ყოველდღე ვხედავდი, არ ველოდებოდი უბრალოდ, შოკში ვარ” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ფეისბუქის ადმინისტრაცია წერს, რომ კომპანიამ საქართველოს მედიაკომპანია „ეს პერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ფეისბუქანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. სოციალურ ქსელში ვრცელდება აზრი, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებულია კოკა ყანდიაშვილი.

ასევე გასულ წელს ფეისბუქმა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.

იტვირთბა....