თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოორნავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ეზუგბაიას ცნობით, ინფიცირებულებიდან სამი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილი პაციენტები არიან.
„რაც შეხება ხუთ ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ყველას წყარო ცნობილია. სამი აქედან საკარანტინო სივრციდაანაა, გრძელდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაია თქმით, ამ დროისთვის მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 615 გახდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.