კოკა ყანდიაშვილი მასსა და მედიაკომპანია „ესპერსონას“ საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს სიყალბით სავსე განცხადებებს პირადად ჩემსა და „ესპერსონას“ საქმიანობაზე. არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას. გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს“,- ნათქვამია კოკა ყანდიაშვილის განცხადებაში.
მე არ ვყოფილვარ და არ ვარ „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ. ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ…” – აცხადებს ყანდიაშვილი
შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.