“გასაკვირი არ არის, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ყველა ინდიკატორი, ამისთვის არის ყველა კომპონენტი. ესაა პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენება, რასაც ივანიშვილი მუდმივად აკეთებს და მეორეა ის, რომ ივანიშვილმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანა სრულად გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.”
თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
აღნიშნულით თინა ბოკუჩავა „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს გამოეხმაურა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი).
ამასთან, საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.