„ეს არის ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო სისტემა და მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამ ყველაფერში „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოს ხელისუფლება ამხილა და პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებული არ არის ხალხის მიმართ და რასაც აკეთებს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ადეკვატურად ფასდება. აქ საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დაატრიალა ქვეყნის შიგნით, დაწყებული პროპორციულ სისტემაზე საზოგადოების „გადაგდებით“, გაგრძელებული და დამთავრებული ისეთი ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც ქვეყნის შიგნით ფაშისტურ-ექსტრემისტულ და პრორუსულ ნარატივს პირდაპირ აღვივებენ.“
სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი
აღნიშნულით სერგი კაპანაძე „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს გამოეხმაურა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი).
ამასთან, საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.