“სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევდაისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა. ისე, პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა, დაგვეთანხმება ყველა, ვინც საერთოდ პროგნოზს აკეთებ.”
ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
აღნიშნულით ზახაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არსებობს თუ არა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი ზღვაზე ბანაობისას.
ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.