ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ მოსახლეობის ჩართულობით ცხაურების დემონტაჟი განახორციელა და დაახლოებით, 1 000 კვ. მეტრ ფართობზე სკვერს აწყობს. სამუშაოების შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცის ტენისის მაგიდები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

ასევე, სკვერის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოებიც, ირგვება კვიპაროზელას და ნეკერჩხლის  ხეები.

გამწვანების პროცესში გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაერთო.

აღნიშნულ პროექტს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.

 

 

 

იტვირთბა....