“უახლოეს დროში აშშ დეტალურ ინფორმაციას წარადგენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ”, – ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა,
ტრამპმა ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის გაავრცელებს აშშ-ის ხელისუფლება ინფორმაციას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, ასე უპასუხა: „ბევრი მისვამს ამ კითხვას. უახლოეს დროში გავავრცელებთ ინფორმაციას ამის თაობაზე“.
შეგახსენებთ, 3 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში გაჩენის მტკიცებულება არსებობს. „უზარმაზარი მტკიცებულება არსებობს, რომ ყველაფერი სწორედ იქ დაიწყო“, – განაცხადა პომპეომ.