“ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ მზად ვართ, რომ გავხსნათ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს და მივიღოთ სპეციალისტების რჩევები. ასევე, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით. ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.