მთავარი ციტატა

სტომატოლოგიური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

“იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა, ამისთვის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არამხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი საქართველოში. სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს.”

ქეთევან გოგილაშვილი – სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

ამის შესახებ ქეთევან გოგილაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან განახლდება.

იტვირთბა....