თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა,
ეზუგბაიას ცნობით, მათ კლინიკაში, დღევანდელი დღის ჩათვლით, 130 პაციენტმა იმკურნალა და 72 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ.
„თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, რომელსაც მუდმივად მეკითხებოდით. ნომერ მეხუთე პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, აღნიშნული პაციენტი კლინიკაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. პაციენტი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული იყო, თუმცა ვირუსზე ანალიზი დადებითს აჩვენებდა.