“5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ. და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებული არის სამშენებლო მასალების წარმოებით. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვანაირად არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან შეძლებს მუშაობის განახლებას”.
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, 5 მაისიდან იწყება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მეორე ეტაპი.