იგეგმება თუ არა რემდესივერით მკურნალობა საქართველოში – ამასთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ, როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა იქნება და გაჩნდება საშუალება, პრეპარატს აუცილებლად გამოიყენებენ.
“რაც შეეხება რემდესივეროთერაპიას, როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება გაჩნდება, აუცილებლად დავიწყებთ მის გამოყენებას, ოღონდ ეს არ იქნება პირადად ჩემი ან კლინიკის გადაწყვეტილება”, – აცხადებს რატიანი.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო მედიცინის წამყვან რამდენიმე კლინიკასთან და რემდესივერის შესაძლო გამოყენებას მათთან შეთანხმებით დაიწყებს.
„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ და კონტაქტი გვაქვს მსოფლიო მედიცინის რამდენიმე წამყვან ცენტრთან და მათთან შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ექსპერიმენტული წამალი, რემდესივირი, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად.