მთავარი ციტატა

“რემდესივირი თავდაპირველად სხვა ინფექციისთვის შეიქმნა” – კულუმბეგოვი

“უიარაღოდ შევხვდით ძალიან ძლიერ მტერს, რომელიც ჩვენთან შემოიჭრა. რაც შეეხება პრეპარატ რემდესივირს, ესაა პრეპარატი, რომელიც “გილიადის” კომპანიას ჰქონდა გამზადებული და შექმნა სხვა ინფექციისთვის, რომელსაც ებოლა ჰქვია და რომელსაც ძალიან ძლიერი სიკვდილიანობა ახასიათებს. ძალიან ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს წამალი ებოლას დროს არ მუშაობს, კომპანიამ ეს პრეპარატი შემოდო თაროზე, მაგრამ ახლა უკვე ყველა ფორმულის ცდას ჰქონდა აზრი და ინახა, რომ რემდესივირს შეუძლია, რომ უჯრედებში შევიდეს და ახალი კორონავირუსი დაამარცხოს, მაგრამ ეს ყველაფერს არ ნიშნავს, აუცილებელია დადასტურდეს, აქვს თუ არა ამ წამალს რეალურ ადამიანთან ეფექტურობა”

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი

PALITRANEWS, გადაცემა “360 გრადუსი”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 პაციენტი. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის ექსპერიმენტული წამალი, რემდესივირი, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა ინფექციის წინააღმდეგ ეფექტურ სამკურნალო საშუალებად. 

იტვირთბა....