საქართველოში 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი.
“ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- ნათქვამია განცხადებაში.