ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ექიმებმა ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ “პლაქველინი”, უკუჩვენებაც კარგად ვიცით, როდის შევწყვიტოთ”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდინფიიცრებულ პაციენტებთან სამკურნალოდ პრეპარატი “პლაქველინი” ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება მკურნალობაში პრეპარატ “რევდესივირით” მკურნალობას, რატიანი აღნიშნავს, რომ როცა გაჩნდება ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება, აუცილებლად დაიწყება მისი გამოყენება.

“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ. მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, სადაც დაწვრილებით წერია, ვის უნდა დაენიშნოს “პლაქველინი” და ვის – არა. ასევე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. ექიმებმა ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც კარგად ვიცით, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს.

რაც შეეხება “რემდესივირ თერაპიას“, როცა გაჩნდება ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება, აუცილებლად დავიწყებთ, ოღონდ, ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და ამ კლინიკის გადაწყვეტილება, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვართ საუნივერსიტეტო კლინიკა, რამდენიმე კონტაქტი გვაქვს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთან, მათთან გადაწყვეტილებით, მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე მომზადიბულ ქართულ პროტოკოლს გარკვეული ჯგუფები აკრიტიკენებ. კონკრეტულად საუბარია პრეპარატ “პლაქველინზე”, რომლის გამოყენებასაც პაციენტებთან არ მიესალმებიან.

ამასთან, ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ კორონავირუსის ექსპერიმენტული წამალი, “რემდესივირი” ეფექტურ სამკურნალო საშუალებად ოფიციალურად დაადასტურა.

იტვირთბა....