ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გაიხსნება თბილისი და რუსთავი – გახარია განმარტებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები არ იხსნება და ამ საკითხს მთავრობა კვირის ბოლოს განიხილავს.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, გადაადგილებაზე ნებართვის საკითხი შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება.

“თბილისსა და რუსთავშიც უახლოეს დღეებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.

ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ცნობისთვის, მთავრობის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, 4 დიდი ქალაქი – თბილიის, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ჩაიკეტა. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება.

იტვირთბა....