ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხულოში ავტოავარიას ტრაქტორის მძღოლი ემსხვერპლა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა. “პირველი არხის” ინფორმაციით, მძიმე ტექნიკით მძღოლი ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც ტრაქტორი ხევში გადავარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მძღოლი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექსვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....