“როიტერსის” ცნობით, ვენის აეროპორტში კორონავირუსზე ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით, ამ გზით ავსტრია შეეცდება, რომ ქვეყანაში ჩასული მგზავრების 14-დღიანი კარანტინი თავიდან აიცილოს.
დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მგზავრებს მოუწევთ წარადგინონ ტესტი, რომელიც მაქსიმუმ ოთხი დღის წინ არის გაკეთებული. სხვა შემთხვევში მგზავრებს 14 დღით კარანტინში გადაიყვანენ.
მზგავრებს „პისიარ“ტესტების ადგილზე გაკეთება შეეძლებათ, პასუხი კი 2-3 საათში იქნება ცნობილი. ტექსტის ღირებულება 190 ევრო იქნება.