პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში გუშინ ორი ორსული შეიყვანეს, მათგან ერთს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მეორე ორსულის ტესტის პასუხს ჯერაც ელოდებიან.
„გუშინ გადმოყვანილი იქნა ორი ორსული ქალბატონი, საჭვო შემთხვევა, ერთთან დადასტურდა და ერთთან ველოდებით პასუხს, აღებულია ნაცხი. ასევე გადმოყვანილია ახალშობილი საეჭვო შემთხვევა, გაგზავნილი გვაქვს ლუგარში ტესტი, ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.