aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა რვა პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.

იტვირთბა....