ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კულუმბეგოვს მეტი წინდახედულება მართებდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მცდარს უწოდებს.

ცერცვაძის თქმით, მას, ალბათ, მეტი წინდახედულობა მართებდა.

“ა.წ. 28 აპრილს TV პირველის ეთერში COVID-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ გადაცემაში (ქ-ნ თამუნა ჩიხლაძესთან) ექიმი ალერგოლოგის – ბატონი ბიძინა კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება და შეფასება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.ბატონი ბიძინა, რამდენადაც ვიცით, პერსპექტული ახალგაზრდა ექიმია და ამიტომ მას ალბათ, მეტი წინდახედულება მართებდა.

მან განაცხადა, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების 95-97% მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, ისინი თავისით მორჩებიან და მათ ზედმეტი მკურნალობა არ სჭირდებათ?! და მხოლოდ დარჩენილ 3%-ს (ანუ კრიტიკულ პაციენტებს) სჭირდებათ მკურნალობა. ბ-ნ ბიძინას რომ COVID-19-ით ავადმყოფებთან რაიმე შეხება ჰქონდესდა ამ დაავადების მიმდინარეობას იცნობდეს, ალბათ ასეთ რამეს არ იტყოდა.

ბ-ნ ბიძინასფორმულირებაში მთლიანად გამოტოვებულია COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, რომლებიც არ არიან კრიტიკულად მძიმე, მაგრამ არც მსუბუქ და საშუალო კატეგორიას მიეკუთვნებიან. მსოფლიო სტატისტიკით მძიმე პაციენტების ხვედრითი წილიCOVID-19-ით ავადმყოფების საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენს, მათგან 5% კრიტიკულად მძიმეა, ხოლო დანარჩენი 15% – უბრალოდ მძიმე. საქართველოშიც დაახლოებით ასეთვე პროპორციებია.

თუ ბ-ნი ბიძინამართლა თვლის, რომ მკურნალობა COVID-19-ით ავადმყოფების მხოლოდ 3%-ს (მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს) სჭირდება, ის სერიოზულად ცდება. ხოლო თუ ასე არ თვლის, მაგრამ ასე ამბობს, მაშინ კიდევ უფრო უარესი”, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....