ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა შესაძლოა მანამ, სანამ  ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი გახდება..” – The Guardian

კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა შესაძლოა მანამ, სანამ  ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი გახდება – ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი ტესტი პენტაგონზე მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს. ისინი იმედოვნებენ, რომ სისხლის ტესტი ვირუსის არსებობის გამოვლენას შეძლებს ინფიცირებიდან 24 საათის განმავლობაში მანამ, სანამ ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდება და მატარებელი ინფექციური გახდება.

აღნიშნული ტესტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამეცნიერო პროექტების სააგენტოს (Darpa) პროექტის ფარგლებში შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....