“მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას” – აღნიშნული განცხადება, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა, „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.
„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი – „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში.
ასევე შესაძლებელია საგამოცდო ცენტრების გაზრდა. 1ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე – სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, – აღნიშნა მიმინოშვილმა.
მისი თქმით საგამოცდო ცენტრად სტადიონის გამოყენებაცაა შესაძლებელი.
„ამასთან, ყველა სკოლა შეგვიძლია გამოვიყენოთ საგამოცდო ცენტრად. თქვენ ახსენეთ სტადიონები, ეს ის ქვეყნებია, სადაც გაცილებით მეტია აბიტურიენტთა რაოდენობა, ვიდრე ჩვენთან. დაახლოებით 40 ათასია ჩვენს შემთხვევაში. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ნაწილი ისე ავაწყოთ, რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ ერთ შენობაში ბევრი ადამიანი არ იყოს“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.