aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე პაციენტი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსს ჯამში 7 პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გარდაცვლილი მამაკაცი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის 83 წლის იყო და კორონავირუსის გარდა ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი მაისის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 566 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 207 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების შვიდი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,337,826 მიაღწია. გარდაიცვალა 235,288 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,054,833 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....