ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5243 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.
ცნობისთვის, 30 აპრილის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.