ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 22 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 178  პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

იტვირთბა....