ახალი ამბები მთავარი ციტატა

“უსიმპტომოა დიდი ხანია, მაგრამ, თითქმის ორი თვეა COVID-19-ზე დადებითი პასუხი ამოდის..”- გამყრელიძე პაციენტზე, რომლისგანაც დაინფიცირდა

“ფაქტობრივად უსიმპტომოა უკვე დიდი ხანია, უბრალოდ, PCR ტესტზე ამოდის სუსტად დადებითი პასუხი თითქმის ორი თვეა. საკმაოდ დიდი სტრესი ქონდა, აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა. დანაშაულის განცდა ჰქონდა.”

აღნიშნული განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ადამიანი, რომლისგანაც ის დაინფიცირდა დღემდე ინფიცირებულია და ეს სტრესითაც არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,250,780 მიაღწია. გარდაიცვალა 229,791 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,018,030 პაციენტი.

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 539 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 184 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....