“მერაბიშვილი ცდილობდა, საკუთარი ოდეერების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა თავდაცვის სამინისტროდან. ეს იმ პერიოდში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იყო. ნაკლებად მგონია, რომ მსგავსი ინფორმაციებით დაინტერესებულიყვნენ ახალციხეში მისი მეზობლები და მასწავლებლები. საუბარია ინფორმაციაზე, რომელზეც თავად თავდაცვის მინისტრსაც კი არ შეიძლებოდა ჰქონოდა წვდომა, როცა ბაჩოსთვის ცნობილი გახდა, უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, მან კონკრეტული ღონისძიებები გაატარა, რამაც მერაბიშვილის გაღიზიანება კიდევ უფრო მეტად გამოიწვია.”
თეა თუთბერიძე – “თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუსის” აღმასრულებელი დირექტორი
ამის შესახებ თეა თუთბერიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
თეა თუთბერიძე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ის “მეტრონომთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაცვლად იმისა, ვანო მერაბიშვილს ეზრუნა ქვეყანაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაზე, ის ცდილობდა, თავდაცვის სამინისტროდან საკუთარი ოდეერების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა.