პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ ცენტრში პაციენტებთან სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირის” გამოყენება არ ხდება, ვინაიდან უამრავი ფაქტი არსებობს.რომ ის დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა.
ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, კომპანია “გილიადის” წარმომადგენელმა ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტებზე ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგები წარუდგინა.
ანტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ჩატარებულმა კვლევებმა პრეპარატ “რემდესივირზე” პოზიტიური შედეგები აჩვენა.
ფაუჩის თანახმად, პრეპარატ “რემდესივირმა”, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებზე იქნა გამოყენებული, სიმპტომების, ასევე, სიკვდილიანობის დონე შეამცირა.
“კვლევამ დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია ვირუსის დაბლოკვა”,- განაცხადა ანტონი ფაუჩიმ.