თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანა პიკურ პერიოდს უახლოვდება, ვინაიდან ვირუსის გავრცელების პიკი შიდა გავრცელების გამოცხადებიდან დაახლოებით 7-8 კვირის შემდეგ მიიჩნევა.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ეზუგბაიას შეფასებით, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა თუ პიკური მონაცემია, ცუდი არაა და იმედოვნებს, რომ ზომიერი მატება შენარჩუნდება.
“შიდა გავრცელების გამოცხადების დღიდან 7-8 კვირა არის ის, რაც პიკს აღწევს და თუ არ ვცდები, დაახლოებით ამ პერიოდში შევდივართ. აპრილის პირველ კვირას გამოცხადდა შიდა გავრცელება და თუ ასე შევინარჩუნებთ, არ იქნება ცუდი. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. ასე თუ გაგრძელდება, შევინარჩუნებთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 539-მდე გაიზარდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი. ხოლო, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.