“პლაქველინის ვუნიშნავთ საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტს. არავითარ შემთხვევაში მსუბუქს და არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკოდ. ჩვენ არ ვართ პლაქველინის იმედზე. ვიცით, რომ პლაქველინი ჯერ კვლევაში არსებული მედიკამენტია და ჯერ არ არის დადასტურებული მისი ეფექტურობა. თითოეული ავადმყოფის მკურნალობას ვუდგებით ინდივიდუალურად.”
თენგიც ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ტვ პირველზე” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.