“დღეს საუბარი იყო იმაზე, რომ აღარ განიხილება სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მან არცერთი საჯარო თანამდებობა არ დაიკავოს. ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, იქნება ეს ვიცე-პრემიერი თუ სხვა, ნებისმიერ ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა ჩვენი მხრიდან ბუნებრივია განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ნაბიჯი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არის მსჯავრდებული არაერთ მძიმე დანაშაულში. ეს ბუნებრივია იცის უკრაინის ხელისუფლებამ და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი არ გადაიდგმევა”
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა, 28 აპრილს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.