ყვარელში 25 წლამდე მამაკაცს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები თავის არეში და სხეულზე აქვს მიყენებული. როგორც ირკვევა, სუფრასთან მყოფ მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

