“ითქვა, რომ ვინც თითქოს სიგარეტს და თამბაქოს ეწევა მას კორონავირუსის წინააღმდეგ დამცველობითი უნარი აქვს. არა! ნუ ავყვებით ამ ტყუილებს. თამბაქო იცით, პირველ რიგში გახლავთ სწორედ დიაბეტის გამოწვევის, ასთმის და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამიტომ ბევრი კვლევაა უკვე, რომ მწეველებში კოვიდი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ამიტომ ამ ტიპის ინფორმაციებს ნუ ავყვებით, რომლის უკანაც კიდევ სხვადასხვა ინტერესები დგას.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრლეძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
გამყრელიძემ ვირუსის პიკთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 156 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.