ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ ექიმების შეცვლაზე მისმა სარკასტულმა და ირონიულმა პოსტმა საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ პოსზტე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას ეხმიანება.

როგორც მამუკა სალუქვაძემ ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, მისი სარკასტული პოსტი, რომელიც ეპიდემიოლოგების ჩანაცვლებასა და მათ ადგილას პოლიტიკოსების დანიშვნას ეხება, მოსახლეობის ნაწილმა არასწორად გაიგო.

სალუქვაძე ექიმების მიმართ არსებულ კრიტიკაზე პროტესტს გამოხატავს და აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი ინფექციონისტები წარმატებულები არიან.

“როგორც ჩანს, პოსტმა გაურკვეულობა და გარკვეულწილად აგრესია გამოიწვია, ვინაიდან საზოგადოების ნაწილმა ჩემი სარკასტული ნათქვამი სერიოზულად მიიღო. მედიის ნაწილმა სათაურად იმდაგვარი ტექსტი ამოიტანა, თითქოს რეალურად ვითხოვდი ჩვენი ექიმების შეცვლას. როცა გადაიკითხავთ პოსტს, მიხვდებით, რომ ეგაა სარკაზმი და ირონია, სხვანაირად როგორ შეიძლება ეკონომისტმა და ჟურნალისტმა შეცვალოს ინფექციონისტი,”-აცხადებს სალუქვაძე.

სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ქართველ ექიმებს ჭკუის სწავლება და მითითებები დაუწყეს, რაც მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევაა.

“ჩემი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ძალიან დიდი შეტევა დაიწყეს ექიმებზე, რომლებიც გმირულად უმკლავდებიან ამ რთულ დაავადებას და ყველამ მათ ჭკუის სწავლება დაუწყო. ზოგიერთი პირდაპირ უთითებს ინფექციონისტებს, რა უნდა გააკეთონ, რაც აბსურდულია.  ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ჭკუა არიგო, ასწავლო და შემდეგ თქვა, რომ არ შეიძლება გამოჯანმრთელებულები იყვნენ რამდენიმე კაცზე მეტი, ეს ექიმების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა. და სწორედ, სარკასტული ფორმით გადავწვიტე, გამომეხატა ჩემი პროტესტი. ეს გულისხმობდა, რომ მაშინ მივიდნენ თვითონ და გააკეთონ ერთი, ვნახოთ, ვინ რისი გამკეთებელია. როგორ იმუშავებენ პალატებში და დაინფიცირებულებთან, ეგ იქნება საინტერესო. რა თქმა უნდა, ეს არის სარკაზმი,”- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ მამუკა სალუქვაძემ საკუტარ “ფეისბუქგვერდზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ “შემოვდივარ ინიციატივით, ცერცვაძეს, გამყრელიძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას გამოეცხადოთ უნდობლობა და აღნიშნული “რეპუტაციაშელახული” ექიმები ჩაანაცვლონ და დაინფიცირებულების მკურნალობისა და პანდემიასთან ბრძოლის მართვის სადავეები ჩაიბარონ ხელში გვარამიამ, ვაშაძემ, გოცირიძე.”

 

 

იტვირთბა....