მთავარი ციტატა

“შემოვდივარ ინიციატივით, ექიმებს უნდობლობა გამოვუცხადოთ და პანდემიასთან ბრძოლის მართვის სადავეები ჩაიბარონ გვარამიამ, ვაშაძემ, გოცირიძემ”

“შემოვდივარ ინიციატივით, ცერცვაძეს, გამყრელიძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას გამოეცხადოთ უნდობლობა და აღნიშნული “რეპუტაციაშელახული” ექიმები ჩაანაცვლონ და დაინფიცირებულების მკურნალობისა და პანდემიასთან ბრძოლის მართვის სადავეები ჩაიბარონ ხელში გვარამიამ, ვაშაძემ, გოცირიძე კაცმა და გოცირიძე ქალმა. მოსახლეობა ასე თუ შესძლებს სიმართლის გაგებას და ვიმედოვნებთ, რომ  “ვაი ექიმების” ჩამნაცვლებელი მოღვაწეები სწრაფად აღმოაჩენენ ვირუსით ათასობით გარდაცვლილის გვამს და გამოჯანმრთელების იმ რეალურ რაოდენობას, რომელიც არ შეიძლება იყოს 10 ადამიანზე მეტი. პანდემიასთან ბრძოლის საქმეში კონსულტაციების გაწევას, ქართველი ერი სთხოვს ანესთეზეოლოგ გურულს და გინეკოლოგ ბოჭორიშვილს.”

“მეტრონომი” სოციალუ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ავტორსსაქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრს, მამუკა სალუქვაძეს დამატებითი განმარტებისთვის  დაუკავშირა. 

მამუკა სალუქვაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა და აღნიშნულით ეპიდემიოლოგების მიმართ ბოლო მერიოდში გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება. 

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ეპიდემიოლოგების კრიტიკა დაიწყო. კორონავირუსთან ბრძოლაში ექიმების მუშაობის მეთოდებს აკრიტიკებენ როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ნაწილი, ასევე საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

იტვირთბა....