ეპიდემიოლოგების რეკომენდაიის საფუძველზე, დღეიდან, ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებული ბლოკ-პოსტები მოიხსნება.
ამის სესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძის განცხადებით, რაიონში ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ყველა კონტაქტი შესწავლილია.
“ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება.
საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, დღეიდან, სპეციალური რეჟიმი მოიხსნა ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში.