დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა.
ამის შესახებ რემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც ქვეყნის მასშტაბითაა დაწესებული.
“მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე,.
გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტების და შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება,”- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის შემდეგ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი დაწესდა, რის ფარგლებშიც დაახლოებით 4500-მდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.