თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის მეთოდში “პლაქველინის” გამოყენება მთავარ პრეპარატად რჩება.
ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ პრეპარატს რეკომენდაციებს უწევენ, როგორც ეფექტურ სამკუყრნალო საშუალებას, შესაბამისად პროტოკოლში “პლაქველინის” გამოყენებაზე ცვლილებბეის შეტანა არ იგეგმება.
“რაც შეხება გაიდლაიში ცვლილებას, „პლანქველინის“ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ „პლანქველინი“ შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, როგორც ეს თავიდან ეგონათ, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მსოფლიოში მთავარი ორგანო, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იყო გამოყენებული რომელი დაავადების დროს, მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია მისცა მხოლოდ „პლანქველინს“. შესაბამისად, სანამ ეს ორგანიზაცია არ გადახედავას ამ შეხედულებას, იმ შემთხვევეში, თუ მიიღო სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა რომელიმე მედიკამენტი უკეთესია, ამ პუნქტში საქართველოში ცვლილება არ იქნება და „პლანქველინი“ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, საქართველოში პრეპარატ “პლაქველინის” გამოყენებას საზოგადოების გარკვეული ჯგუფებიდან კრიტიკა მოჰყვა. ეპიდემიოლოგების მკურნალობის მეთოდი გააკრიტიკეს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ნაწილმაც.
შეგახსენებთ, აქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. მათგან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.