“სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, 200-ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 1000-1500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, 200 ლარით ეს საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს. თუ მოირღვა საშუალო კლასი, ვისი შემოსავალიც 1000-1500 ლარია, ეს იმოქმედებს მთელ ეკომომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის სესახებ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.
დახმარების პაკეტი გაწერილია თვითდასაქმებულებზეც, პენსიონერესა და მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზეც.